logo
ENG



კლინიკაში 47 ინფიცირებული გვყავს, აქედან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია - ეზუგბაია

07 მაი 202010:41
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში 47 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე.  

"თუ დღევანდელ მონაცემებს შევაფასებთ, ამ ეტაპზე კოვიდსამკურნალო ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს. თუ ბოლო დღეებშ არსებულ ციფრებს თვალს ადევნებთ ნახავთ, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ რიცხვს. რაც შეეხება 5 ახალი შემთხვევაშ ყველას წყარო ცნობილია. აქედან 3 ადამიანი საკარანტინო სივრციდან არის და გრძელდება მათი კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა. ჩვენ ახალი პაციენტი გუშინ არ მიგვიღია. გვყავს 47 დადასტურებული პაციენტი. გვყავს 79 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ 47 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა არის კვლავ კრიტიკული. იგი ჟანგბადდამოკიდებულია. ის არაინვაზიურ ვეტილაციაზეა. მისი მდგომარეობა ასაკისა და დამატებითი დაავადებების გამოა ასევე გართულებული. სტაბილიზაცია ამ დროისთვის ვერ იქნა მიღებული. დანარჩენების მდგომარეობა არის გაუმჯობესებული", - განაცხადა ეზუგბაიამ


close დახურვა