logo
ENG



კლინიკაში გაჩენილ ხანძარს ერაყში 82 პაციენტი ემსხვერპლა

25 აპრ 202119:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/25/vptka2vl5jdnkba.jpg

ერაყის დედაქალაქში კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 82 პაციენტი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, ხანძარი ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. 

საავადმყოფო კოვიდმიმღები ცენტრი იყო, სადაც ათეულობით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა, მათ შორის, 30 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ბაღდადში, იბნ ხათიბის კლინიკაში ცეცხლი შაბათს, გვიან ღამით გაჩნდა. 

ერაყის პრემიერმინისტრმა, მუსტაფა ალ ქადიმმა, მომხდარის გამოძიების ბრძანება გასცა.

 


close დახურვა