პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ახალშობილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, შემოყვანის დროს მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, მაგრამ გაცილებით გაუმჯობესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომაროება. ამ ეტაპზე მისი მდგომაროება ითვლება საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია. დედას რაც შეეხება, ბაბუა რეკავს ამ ჩვილის და ამბობს, რომ ტემპერატურა აღარ აქვს. თავს უკეთ გრძნობს და მარნეულში იმყოფება", - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელმა.