logo
ENG



კლინიკების ასოციაცია: სამხედრო ჰოსპიტლებს 500 პაციენტამდე საწოლფონდის გაშლა დღესვე შეუძლია

23 ნოე 202018:19
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/23/c11zroasi3uvnl4.png

"კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელი ვილი პაჭკორია აცხადებს, რომ სამხედრო საველე ჰოსპიტლებს შეუძლიათ, რომ კოვიდინფიცირებული მსუბუქი პაციენტებისთვის 500-მდე საწოლი გამოყონ.

როგორც პაჭკორიამ გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა, საქართველოში მოქმედი კლინიკები მაქსიმუმს აკეთებენ და ჯანდაცვის სამინისტრო მათ მეტს ვერ მოთხოვს.

"მეტი რესურსის გაჩენისთვის უნდა დავიხმაროთ სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტლები. ჩვენი სამხედრო დოქტრინა მსგავსი აღჭურვილობით მდიდარია. როგორც ჩემთვის ცნობილია, თავდაცვის სამინისტროს ოთხივე ბრიგადას, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, აქვს საველე ჰოსპიტლების მაღალი დონის აღჭურვილობა. ეს აღჭურვილობა ამერიკულია და ის არა ერთხელ იქნა წვრთნებში გამოყენებული. დღესვე შესაძლებელია, რომ გაშლილ იქნას 100-დან 500 პაციენტამდე საწოლფონდი. ნუ დავაყოვნებთ პროცესს და დროულად დავიწყოთ. აქ არ არის საუბარი უკიდურესად მძიმე პაციენტებზე, მსუბუქ პაციენტებზე აღჭურვილობის გამოყენება აბსოლუტურად დასაშვებია", - აცხადებს პაჭკორია. 

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6 221 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ინფიცირებული 881 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 330 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 531

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 108 690  შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 89 170  გარდაიცვალა - 1 012.


close დახურვა