80 წლის ექიმს, რომელმაც კლინიკის დირექტორს ესროლა, ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავებიან.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში სცადა კოლეგის მოკვლა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით, რაც ვერ განახორციელა საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელშეშლის გამო. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა", - წერია განცხადებაში.
პოლიციამ 80 წლის ექიმი 6 აგვისტოს დააკავა. მან კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, კლინიკის დირექტორის მკვლელობა სცადა.