ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანები იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, ევროპული განვითარების გზისთვის. ეს საიდუმლო არ გახლავთ, საქართველო გასულ წლებში ძალიან დიდ პროგრესს აღწევდა და იყო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც მიიღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, ძალიან ბევრ რეფორმებს ატარებდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული რეფორმები, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები, მოსმენა ადამიანების თუ რა სურთ ადამიანებს. ეს არის მთავრობისთვის გადამწყვეტი. ამჟამად რაც ხდება უკრაინაში იმიტომ, რომ რუსები არ თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვიცით, რომ რუსები ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ საქართველოზეც და მნიშვნელოვანია, რომ არ გადავიდეთ დემოკრატიული ღირებულებებიდან, დემოკრატიული განვითარების კურსიდან. ამიტომ ვუსურვებ ყველას ძალას, რომ იბრძოლონ დემოკრატიული ღირებულებებისთვის და რუსული ნარატივების წინააღმდეგ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ეს არის ქვეყნები, რომელთაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირის და ევროოჯახის წევრობას. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ღირებულებებისთვის, მომავლისთვის. რა თქმა უნდა, მთავრობა უნდა უსმენდეს ხალხს. აი, ეს არის დემოკრატია, ეს არის ადამიანის უფლებები და ამისთვის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.
კლიჩკო: მთავრობა უნდა უსმენდეს ხალხს, ვუსურვებ ყველას ძალას დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის
08 მარ 202316:20
3 წუთის საკითხავი