logo
ENG



კლიჩკო: რუსეთის მთავარი სამიზნე კვლავ კიევია - თავდასხმა, შესაძლოა ნებისმიერ წამს მოხდეს

12 მაი 202208:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/ub3ffe3jjwf5wtd.jpg

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ რუსთის გეგმა უცვლელია და მისი მთავარი სამიზნე კვლავ კიევია.

კლიჩკოს თქმით, რუსეთის მხრიდან კიევზე თავდასხმა, შესაძლოა ნებისმიერ წამს განხორციელდეს.

კიევის მერი დედაქალაქის მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

"სანამ უკრაინაში ომია, ჩვენ ვერ მივცემთ გარანტიებს ვერც ერთ უკრაინელს", - თქვა კლიჩკომ.

ამასთანავე, ვიტალი კლიჩკოს თქმით, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების გარეშე უკრაინა ვერ გადარჩება.

"უსაფრთხოება ახლა მთავარი პრიორიტეტია. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვღელავთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სამხედროები დაგვიცავენ, მაგრამ რისკი ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენი პარტნიორების გარეშე, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით", - თქვა კიევის მერმა.


close დახურვა