logo
ENG



კლიჩკოს განცხადებით, 24 თებერვლიდან კიევში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

28 ნოე 202215:47
3 წუთის საკითხავი
clock 261
2022/11/28/gq2tk2pg0jynh9b.jpg

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 24 თებერვლიდან კიევში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"უკრაინის დედაქალაქში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კიევში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. დაზიანდა ან განადგურდა 678 ობიექტი", - თქვა კიევის მერმა.

კლიჩკოს თქმით, აქედან, კერძოდ, 350-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსია, 77 საგანმანათლებლო დაწესებულება, 80 საბინაო-კომუნალური მომსახურების ობიექტი, 25 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი, 26 ჯანდაცვის ობიექტი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა