logo
ENG



კლიჩკოს განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე კიევში 65 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი დაშავდა

21 მარ 202221:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/21/b89e43ape54ef8z.png
REUTERS

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკო განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე კიევში 65 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 4 ბავშვია.

"დღეის მდგომარეობით 300-მდე ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. დაშავებულებს შორის 16 ბავშვია. დაიღუპა ჩვენი ქალაქის 65 მკვიდრი, მათგან 4 ბავშვი", - განაცხადა კლიჩკომ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. დღემდე დაიღუპა და დაშავდა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა.


close დახურვა