logo
ENG



კლუგე უკრაინაზე: მარტივად რომ ვთქვათ, ზამთარში ხალხი გადარჩენის წინაშე დადგება

22 ნოე 202212:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/iomslt3qd5jjo9p.jpg

დაზიანებულია და განადგურებულია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი. ეს უკვე აისახება ჯანდაცვის სისტემასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ზამთარში ხალხი გადარჩენის წინაშე დადგება. ჯანდაცვისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ნიშნავს, რომ ასობით საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება სრული დატვირთვით ვეღარ იმუშავებს საწვავის, წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო. სამშობიარო სახლებს ინკუბატორები, სისხლის ბანკებს მაცივრები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს ვენტილატორები ესაჭიროებათ და ეს ყველაფერი ელექტროენერგიას მოითხოვს.


close დახურვა