logo
ENG



კმაყოფილი ვარ შედეგით - დიმიტრი ხუნდაძე კანონპროექტის ჩავარდნაზე

15 ნოე 201921:15
3 წუთის საკითხავი
 
im7wiouf4ojgz73.jpg

კმაყოფილი ვარ შედეგით - ასე აფასებს მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა, დემოკრატიამ ნამდვილად გაიმარჯვა. 

"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.  ჩემი კომენტარი იყო ის, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა და ვგულისმხობდი იმას, რომ ეს იყო კრიზისული სიტუაცია. უმრავლესობაში აზრობრივი გაყოფა იყო და ამიტომ შევთანხმდით, რომ ყველას ექნებოდა თავისუფალი არჩევანის უფლება. შედეგი რაც დადგა, ეს არის",- აცხადებს ხუნდაძე. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 

 

 


close დახურვა