logo
ENG



კობა ნაყოფია ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს

07 თებ 202322:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/07/ganpaw8tzdlbn3x.png

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე კობა ნაყოფია პარტიის ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს. განცხადება მან მთავარი არხის ეთერში გააკეთა.

"პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა ენმ-ში, არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 000-მდე ადამიანი. 10 000 ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს, რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს და მერე რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში დეპუტატის კვოტით.

მე დავტოვე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი და პოლიტსაბჭო თავის დროზე და ახლა თუ ისევ რაღაც კვოტით მეკუთვნის, ,მინდა ვთქვა, რომ ამ კვოტით არ ვისარგებლებ და მაგ პოლიტსაბჭოში არ ვისარგებლებ. არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური", - თქვა ნაყოფიამ.

5 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართა, რომელზეც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. გარდა ამისა, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი გახდა. 

ყრილობას არ ესწრებოდა ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ის არც ახალი პოლიტსაბჭოს სიაში შეიყვანეს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვაარჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%.

მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, კობა ნაყოფიამ, აკაკი მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ, გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს. თანამდებობა დატოვა ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემაც. 


close დახურვა