logo
ENG



კობახიძე: 7-8 მარტს ევროპა იყო პოლიციელის მხარეს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს

19 მაი 202320:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/kqwgjfwh2igy7et.jpg

იყო 2012 წლამდე შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და დემონსტრანტები. მაშინ ევროპა იყო ხოლმე დემონსტრანტების მხარეს. მაშინ დემონსტრანტები იქცეოდნენ ევროპულად და ნაცმოძრაობის, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის სპეცრაზმი იქცეოდა არაევროპულად. მაშინ ევროპა იყო დემონსტრანტების მხარეს და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარეს. რაც შეეხება 7-8 მარტს, აქ იყო ზუსტად პირიქით. აქ ევროპა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარეს, პოლიციელის მხარეს და არა მოძალადე დემონსტრანტებისა და მომიტინგეების მხარეს. აქედან ჩანს პრინციპული სხვაობა წინა ხელისუფლებასა და მოქმედ ხელისუფლებას შორს.

 


close დახურვა