ქართული ოცნების თავმჯდომარემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
კობახიძემ მემორიალი გვირგვინით შეამკო, შემდეგ კი განცხადა, რომ თავისუფლებას ყოველდღიური მოფრთხილება სჭირდება.
"დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. ეს, პირველ რიგში, არის ტრაგიკული დღე, რომელიც ყველას უნდა გვახსოვს ძალიან მძიმედ.
გარდა ამისა, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ ამ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა. ამ გმირების, მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, მაქსიმალურად გავუფრთხილეთ მათ მონაპოვარს". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი.
9 აპრილის დარბევას ემსხვერპლა:
- ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
- ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
- თამარ ჭოველიძე, 16 წლის
- მამუკა ნოზაძე, 22 წლის
- აზა ადამია, 22 წლის
- მანანა მელქაძე, 23 წლის
- ნატო გიორგაძე, 23 წლის
- ნინო თოიძე, 25 წლის
- ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
- გია ქარსელაძე, 25 წლის
- თამუნა დოლიძე, 28 წლის
- მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
- მანანა ლოლაძე, 33 წლის
- ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
- ნანა სამარგულიანი, 41 წლის
- მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
- თამარ მამულიშვილი, 50 წლის
- ვენერა მეტრეველი
- ზაირა კიკვიძე, 61 წლის
- თინა ენუქიძე, 70 წლის
- შალვა ქვასროლიაშვილი
9 აპრილის შემდეგ საქართველოში დამოუკიდებლობის მოთხოვნით ფართო მოძრაობა დაიწყო, რაც 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა.