logo
ENG



კობახიძე: არის შეზღუდვები რომლებიც უნდა დარჩეს ძალაში, დეტალურად ხვალ გავაკეთებთ კომენტარს

21 მაი 202017:59
3 წუთის საკითხავი
 

იმას, რომ მთავრობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს შეზღუდვებს, საპარლამენტო უმრავლესობაში არ ეთანხმებიან. დღეს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საკითხის შეფასებისას, ბოლო ორი დღის განმავლობაში თავსი საყვარელი ფრაზა გამოიყენა და ესეც მორიგ „გოიმობად“ შეაფასა. მისი თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

„როგორც კი მიღებული იქნება გადაწყვეტილება და დამტკიცდება კანონი, ჩვენ გვექნება ბუნებრივია განცხადებების გაკეთების საშუალება, დარჩენილ შეზღუდვებთან დაკავშირებით. შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნება, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ბუნებრივია კომენდანტის საათი ვერ გაგრძელდება. არის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც უნდა დარჩეს ძალაში, მაგ. საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვა. კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზეა საუბარი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების გაკეთება შეგვეძლება ჩვენ მას შემდეგ, რაც სამი მოსმენით დავამტკიცებთ ამ პაკეტს. 

ძაან მარტივად არის ყველაფერი, ოპოზიცია გოიმურად გამოიყურება, გოიმურად იქცევიან და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა