ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადება "პირდაპირი ჩარევაა სასამართლოს დამოუკიდებლობაში".
"ვნახე გუშინ ამერიკის საელჩოს განცხადება. ეს იყო პირდაპირი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც ბუნებრივია ძალიან მძიმეა. სხვა შეფასებას მე ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას", - თქვა კობახიძემ.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ გვარამია გარდა ავტომობილის ეპიზოდისა, დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ "გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის ევროპული, დემოკრატიული მომავლის მკაფიო არჩევანს".