logo
ENG



კობახიძე: ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ზოგმა ოპოზიციონერმა დეპუტატის ანაზღაურება მოითხოვა

30 დეკ 202015:11
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ზოგმა ოპოზიციონერმა დეპუტატის ანაზღაურება მოითხოვა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, დეპუტატის ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა. 

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა ენმ-ის და ევროპული საქართველოს მხრიდან შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ბედავენ. 

"იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტში, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს. ახლა ზოგი ასეთი დეპუტატი მიმართავს საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. გადაამოწმეთ და ნახავთ. ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა და ეს პროცესი აუცილებლად დაიძვრება. ბულგინი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება". - თქვა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძეს არ დაუდასტურებია იმათი გვარები, ვინც დეპუტატის ხელფასი მოითხოვა. 

ალეკო ელისაშვილმა და ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ირაკლი კობახიძის განცხადება უარყვეს. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია - ქართული ოცნება მუშაობს. 


close დახურვა