logo
ENG



კობახიძე: განსხვავება არაა სანიკიძესა და კუბილიუსს, სამადაშვილსა და იუნკევიჩიენეს შორის

07 ივნ 202213:54
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუნკევიჩიენე საქართველოს მეგობრები არ არიან.

"კუბილუსის და რასას განცხადებას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას და სალომე სამადაშვილს ან ნონა მამულაშვილს შორის. საზოგადოებამაც ეს უკვე ისწავლა. მარტივად, ისინი არიან ნაცმოძრაობის ლობისტები, სააკაშვილის მეგობრები, ნაცმოძრაობის მეგობრები და, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება", - თქვა კობახიძემ.

იუნკევიჩიენემ და კუბილიუსმა 6 ივნისს ღია წერილი გაავრცელეს. მათი თქმით, მათი განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების პროგნოზირება რთულია, თუმცა პოლიტიკურ პარტიებსა და საქართველოს მოსახლეობას "ნაკლებად პოზიტიური შედეგის" შემთხვევაში იმედი არ უნდა გაუცრუვდეთ და "ევროკავშირში შესვლისთვის ძალები გააერთიანონ".

გარდა ამისა, იუკნევიჩიენეს განცხადებით, ჩნდება ეჭვები იმაზე, რომ საქართველოს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს მართლა სურს თუ არა საქართველოს ევროპული გზა ჰქონდეს.


close დახურვა