logo
ENG



კობახიძე: დანიგანს 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება დიფ სთეითის გამო არ მიეცა

27 მაი 202512:57
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/27/owgok2w8jx1f7iz.png

აშშ-ში დიფ სთეითი მძლავრობს. ჩვენ ამერიკის გარეშეც გვიარსებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება სწორედ დიფ სთეითის გავლენის გამო. განცხადებაზეც, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ იგრძნობა დიფ სთეითის ზეგავლენა. ასეთ მილოცვას ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, ვიტოვებ იმედს, რომ დიფ სთეითზე გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.


close დახურვა