logo
ENG



კობახიძე: დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიცია დემოკრატიული არჩევნების შედეგებს აღიარებს

10 ნოე 202013:12
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/10/hh2xqxhac38b2g4.jpg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აღიარებს.

ის ამბობს, რომ არჩევნების შემდეგს მხოლოდ "რამდენიმე დამარცხებული ოპოზიციური პარტია" არ აღიარებს, თუმცა მათ მიმართაც "ოპტიმისტური მოლოდინები" აქვს:

"თქვენ ხედავთ, რომ ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორი, ყოველდღიურად მოდის მილოცვები სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთადერთი, ვინც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს დღემდე, ეს არის კონკრეტული რამდენიმე დამარცხებული ოპოზიციური პარტია.

თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უდნა, ოპტიმისტური მოლოდინი და დარწმუნებული ვართ, რომ მათი მხრიდანაც იქნება აღიარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგები", - თქვა კობახიძემ.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე  და ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

 


close დახურვა