logo
ENG



კობახიძე: ევროკომისია, ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას

17 ივნ 202215:06
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ევროკომისია, ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება. ისიც გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ. არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა.

 


close დახურვა