ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მმართველი გუნდის პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება.
"თენგიზ ცერცვაძე სიაში არ იქნება", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს, 1 ოქტომბერს კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში ცერცვაძეც იქნებოდა.