logo
ENG



კობახიძე: კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება

26 აგვ 202411:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/26/13xboqdx0fsmsy1.jpg

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, კახეთის გზატკეტილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება.

მისი თქმით, "მეფე ერეკლე მეორის თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ქვეყნის ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი".

"ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით და თქვენ იცით, რომ ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა