logo
ENG



კობახიძე: კრიმინალი გაიზარდა ტელევიზიებში

17 სექ 202014:27
3 წუთის საკითხავი
clock 1713
კობახიძე: კრიმინალი გაიზარდა ტელევიზიებში

მმართველი გუნდის ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა. ასე გამოეხმაურა ის IRI-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 6% ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი წარუმატებლობა ქვეყანაში კრიმინალის ზრდაა.

"კრიმინალი იზრდება ტელევიზიებში და ამის საუკეთესო მაგალითია სრული სპეკულაციები, რომელიც გვესმის, მათ შორის [გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებთან] დაკავშირებით. ორივე საქმესთან დაკავშირებით არის ყველაფერი ნათელი და ბოლომდე მივა ორივე საქმე. კრიმინალი საქართველოში არ გაზრდილა, გაიზარდა ტელევიზიებში", - განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  დანაშაულის საერთო რაოდენობა 14,2%-ით არის შემცირებული, თუმცა გაზრდილია ისეთი ძალადობრივი დანაშაულების სტატისტიკა, როგორიცაა მაგალითად განზრახ მკვლელობა (66,6%-ით); განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (8.7%-ით); მკვლელობის მცდელობა (12,7%-ით); თვითმკლელობამდე მიყვანა (5,7%-ით) და სხვა.


close დახურვა