logo
ENG



კობახიძე: მასტერკლასი ჩაგიტარათ პრემიერმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს

27 მაი 202023:26
3 წუთის საკითხავი
 
8retccm4ljx78zv.png

„მასტერკლასი ჩაგიტარათ პრემიერმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს,“ - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, პრემიერ მინისტრის პარლამენტში გამოსვლას.

მისი განცხადებით, ოპოზიცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უსაგნო კრიტიკით იყო დაკავებული.

„ამ ბრძოლაში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს წარსდგა საზოგადოების წინაშე. მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ, მასტერკლასი რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბატონმა პრემერ-მინისტრმა. ეს იყო დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა წარმატება.

ერთადერთი, რითაც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გახსოვთ უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა