ვესაუბრე სახელმწიფო მდივნის მრჩეველს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში რევოლუციის ორი მცდელობის გამო, აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ მხარდაჭერილი და გარე წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს მცდელობები წარმატებით რომ დასრულებულიყო, საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი გაიხსნებოდა.
გარდა ამისა, ბატონ შოლეს ავუხსენი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტსა და ქუჩის მიტინგებზე გვახსენებს ანალოგიურ ცრუ განცხადებებს, რომლებსაც აშშ-ის ყოფილი ელჩი 2020-2023 წლებში აკეთებდა, რამაც ხელი შეუწყო უცხოეთიდან დაფინანსებული ობიექტების ძალადობასა და რევოლუციური სცენარების მხარდაჭერას.
ამასთან, განვუმარტე ბატონ შოლეს, რომ ამ ფონზე აუცილებელია განსაკუთრებული ზომები ურთიერთობების აღსადგენად, რაც შეუძლებელია სამართლიანი და გულწრფელი მიდგომის გარეშე.
ბატონ შოლესთან არ გამომითქვამს ჩემი შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის გამო.