logo
ENG



კობახიძე: ნებისმიერი ასეთი საარჩევნო შეკრების ერთ-ერთი ამოცანა არის ძალის დემონსტრირება

27 ოქტ 202122:56
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ნებისმიერი ასეთი საარჩევნო შეკრების ერთ-ერთი ამოცანა არის ძალის დემონსტრირება

ნებისმიერი ასეთი საარჩევნო შეკრების ერთ-ერთი ამოცანა არის ძალის დემონსტრირება და დღეს საზოგადოებამ დაინახა რეალურად, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. შედარებებს არ გავაკეთებ, არ არის ეს, ალბათ, მიზანშეწონილი, თუმცა მე ერთხელ ხატოვნად ვთქვი, რომ დაგვჭირდებოდა იმდენი მძღოლი რამდენიც აქცია ჰყავდათ შეკრებილი ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალად ნათქვამი. რეალურად, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის დაგვჭირდა სერიოზული რესურსი და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე ჩვენი ოპონენტების.


close დახურვა