logo
ENG



კობახიძე: სააკაშვილი ცდილობს, სიმულანტობის ხარჯზე საპატიმროს თავი დააღწიოს

04 მაი 202218:46
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: სააკაშვილი ცდილობს, სიმულანტობის ხარჯზე საპატიმროს თავი დააღწიოს

ვხედავთ, რომ არის ამ საკითხის ხელოვნურად პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ამ მცდელობაში ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ შევყვებით. რა თქმა უნდა, სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ რისკის ფასად ჩამოდიოდა საქართველოში. მას ამ ქვეყანაში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის კონკრეტულ დანაშაულებზე შეფარდებული აქვს სასჯელი. [...] ჩამოვიდა, გარისკა და მოხვდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. ახლა სიმულიანტობს და ცდილობს, სიმულიანტობის ხარჯზე რაღაცნაირად საპატიმროს თავი დააღწიოს. ბუნებრივია, ეს აპრიორი გამორიცხულია. აქედანვე შეიძლება მკაფიოდ ითქვას, რომ ვერავითარი სიმულიანტობა, თვითდაზიანება თუ რაიმე მსგავსი, ვერ გახდება, ხაზგასმით ვამბობ, მისი ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანისა და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი.

 


close დახურვა