პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ საყმაწვილო შამათი ჩაუსვა პრემიერ მინისტრმა მესამე თანრიგოსან ოპოზიციას.
მისი განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როგორც სხვას ასევე ტავის თავს გაუმწარა სიცოცხლე. კობახიძე ოპოზიციას ურჩევს, რომ საპენსიო ფონდში შენატანები შეიტანონ, რადგან სიბერე მაინ ჰქონდეთ ტკბილი.
„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს. გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს კი ჭადრაკის ენაზე, რომ ვთქვათ საყმაწვილო შამათი ჩაუსვა პრემიერ მინისტრმა მესამე თანრიგოსან ოპოზიციას.
ოპოზიციამ ბევრ სხვას გაუმწარა სიცოცხლე და თვითონაც არანაკლები სიმწარე ნახა იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს 30%-იანი სიღარიბით ამთავრებ, 1 მილიონ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის მიღმა 2012 წელს, როდესაც ამთავრებ იმ სახელით რომ აწამებდით პატიმრებს ციხეებში, და ეს თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, როდესაც ბიზნესის რეკეტით იყავით დაკავებული, და როდესაც მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20% - ეს ნიშნავს თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას.
2012 წლიდან მოყოლებული უკვე სხვა ფორმატში გაიმწარეთ ახალგაზრდობა, უკვე 6 არჩევნები მოგიგეთ 2012 წლიდან მოყოლებული და წელს ძალიან მწარედ მოგიგებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
გირჩევთ საპენსიო ფონდის გაფრთხილებას, შეიტანეთ საპენსიო ფონდში შენატანები იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.