logo
ENG



კობახიძე: ტყუილია, რომ უკრაინა ითხოვს დვიჟოკებს, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე

08 დეკ 202219:54
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ტყუილია, რომ უკრაინა ითხოვს დვიჟოკებს, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს უკრაინა საქართველოსგან ე.წ. დვიჟოკებს ითხოვს. მისი მტკიცებით, რეალურად საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში არ იწარმოება.

მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია, იყიდოს სხვა ქვეყნისგან გენერატორები და უკრაინას გაუგზავნოს.

"საზოგადეობის წინაშე წარმოაჩენენ ამას ისე, რომ თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. დვიჟოკებს. ხალხს ვკითხე და მეუბნებიან, რა გახდა უკრაინაში დვიჟოკების გაგზავნა. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს დვიჟოკებს, ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად მადრიდის რეალმა, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას და ხალხს გაეცინა ამაზე, ეგონათ, რომ 20 დვიჟოკი გადასცა. სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არის, არ იწარმოება.

ჩვენ შეიძლება ფინანსურად დავეხმაროთ გენერატორების საყიდლად უკრაინას, მაგრამ საუბარი არის რაზე - ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს დვიჟოკები, რაც არის ტყუილი. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა - სადმე, სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავაგზავნოთ უკრაინაში", - თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ბრიფინგზე გამოსვლის ნაცვლად მსგავს საკითხებს საგარეო უწყებაში გაარკვევს.

"კასიანოვი ბრიფინგზე რომ გამოდის, შეხვდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და იქ გაარკვიოს ასეთი საკითხები. ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის ამბავია. არ შეიძლება სპეკულაციებზე... უნდა კაცს მეორე ფრონტი და უნდოდეს, რა ვქნათ", - განაცხადა კობახიძემ.

კასიანოვმა 6 დეკემბერს თქვა, რომ საქართველოს მთავრობას ელექტროსისტემის დახმარებაზე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.


close დახურვა