logo
ENG



კობახიძე: შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი

07 ნოე 202421:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/07/sdv13e4atn2070w.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, მიშელთან მას "ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული" საუბარი ჰქონდა.

"მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა