logo
ENG



კობახიძე: ჩემი ინფორმაციით, არა ყიფიანი ჩაეხსნა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა ყიფიანი

14 მარ 202311:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/14/d85k232q9cmrqaw.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვიქტორ ყიფიანი უკვე ერთი კვირაა აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და "პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში".

"ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი, თუმცა ამაზე მე კომენტარის გაკეთება გამჭირდება", - განაცხადა კობახიძემ მმართველ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ ყიფიანს დიდი ალბათობით თვითონაც შეეხებოდა რუსული კანონი აგენტების შესახებ და ამიტომ დაიწყო კანონრპროექტის კრიტიკა. 

ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისი თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ ინიციირებულ კანონპროექტი გააკრიტიკა და დასვა კითხვა, თუ ის არასამთავრობო სექტორისთვის საგნობრივ ცვლილებებს არ გამოიწვევდა, მაშინ რას ემსახურებოდა მისი ინიციირება.


close დახურვა