logo
ENG



კობახიძე: ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს

16 იან 202415:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/16/pc4dc10hf0otggj.png

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჩინეთსა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია. ის აქვე აღნიშნავს იმას, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც, საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს.

"პირველ რიგში, პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რა თქმა უნდა, ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამასთან დაკავშირებით, დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული ხელისუფლებებს შორის, მმართველ პარტიებს შორის და მათ შორის ამას ემსახურება ეს ვიზიტი. ასევე, ეკონომიკური განზომილებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა მან.

დღეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა. ასევე, მათი თქმით, "მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა".

4 იანვარს, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე. ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.

მმართველი პარტიის წევრების ჩინეთში ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთმა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. როგორც ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, როდესაც ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, იქ საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციას, როცა მეორე მხრივ, საქართველომ თქვა, რომ ის მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს.


close დახურვა