ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს.
"დღეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის სწრაფვა პროგრესისკენ, განვითარებისკენ, დასავლეთისკენ, დღეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ამაში ვართ ყველა დარწმუნებული. ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს და უნდა გავიხედოთ მომავლისკენ. მოლოდინი არის დამაჯერებელი გამარჯვება, ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ დამაჯერებლად მოვიგოთ ეს არჩევნები, მთავარია საზოგადოების სრული მობილიზაცია", - განაცხადა კობახიძემ.