logo
ENG



კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე: 200 ნაციონალის შეკრება პრობლემა არაა

10 ივნ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციას "200 ნაციონალის შეკრებას" უწოდებს და თავების დათვლას აპირებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული მხარდამჭერები მივლენ.

"კანონი არ კრძალვას პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს, თუმცა აქ დამატებით მთავარია ის, რომ 200 ნაციონალის შეკრება პრობლემა არაა არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად, შეუძლიათ შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იქნება 200 ნაციონალი და შეგვიძლია დავთვალოთ კიდეც. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ალბათ გარკვეულ სოციალურ დისტანციას დაიცავენ, თავები შეგვიძლია დავთვალოთ ამ 200 ნაციონალის",-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისს რუსთაველზე აქციას აანონსებს. გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ, სამოქალაქო მოძრაობის წევრები ოკუპაციის იდეის გარშემო კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ორგანიზატორების განცხადებით აქცია წესებისა და რეკომენდაციების დაცვით ჩაივლის. 


close დახურვა