logo
ENG



კობახიძე ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში მასთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი რეალურია

23 სექ 202123:49
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში მასთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი რეალურია

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სუს-ის ფარულ ჩანაწერებში არსებული რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც მას უკავშირდება, რეალურია. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"იყო ჩემთანაც დაკავშირებული გარკვეული დეტალები, ჩემი სამი თუ ოთხი ეპიზოდი, რომელიც მე მიკავშირდებოდა და ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა. მე გამიჭირდება სამი წლის თავზე იმის თქმა, სატელეფონო საუბარი იყო თუ რა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო მოპოვებული, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენები არსებობდა ბუნებაში", - თქვა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 


close დახურვა