logo
ENG



კობახიძე აშშ-ს საელჩოზე: ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლეთის მიმართ

04 იან 202213:28
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე აშშ-ს საელჩოზე: ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლეთის მიმართ

ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ პარტნიორებისგან რჩევებს და ვითვალისწინებთ ხოლმე ამ რჩევებს. არის, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან. და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ., თუმცა საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, ეს არ არის გამართლება და ახსნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ.


close დახურვა