logo
ENG



კობახიძე ბიბილოვზე: ყველა განცხადება ე.წ. კამპანიას უკავშირდება, სჯობს იგნორირება გავუკეთოთ

05 აპრ 202212:02
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ბიბილოვზე: ყველა განცხადება ე.წ. კამპანიას უკავშირდება, სჯობს იგნორირება გავუკეთოთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის შესახებ სჯობს იგნორირებულ იქნას. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ყველა განცხადება არის დაკავშირებული ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიასთან, რომელსაც ატარებს ბიბილოვი. იგივე მუშტების ქნევაც ამასთან არის დაკავშირებული, რომ ვიღაცამ მოუსმინოს ამას ცხინვალის რეგიონში და მეტი მოტივაცია ჰქონდეს, რომ მხარი დაუჭიროს ბიბილოვის კანდიდატურას. რაც მეტ ყურადღებას მივაქცევთ ამ განცხადებებს, მით უკეთესი იქნება განცხადების ავტორისთვის, ამიტომ ჯობია იგნორირება გავუკეთოთ", - ამბობს კობახიძე.

ოკუპირებულ ოსეთში 10 აპრილს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ  რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. 

გარდა ამისა, ბიბილოვს მიაჩნია, რომ რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს და ამით აღდგეს ოსეთი. 


close დახურვა