logo
ENG



კობახიძე გვარამიაზე: ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ ამ ფაქტმა პრობლემა შექმნას ევროკავშირში

19 მაი 202223:27
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე გვარამიაზე: ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ ამ ფაქტმა პრობლემა შექმნას ევროკავშირში
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვერ ხედავს, როგორ შეიძლება შეუშალოს ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ ხელი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამის შესახებ კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხვა შემთხვევების მსგავსად, დასავლელი პარტნიორების ნაწილისგან, ვინც ნიკა გვარამიას დაპატიმრებას აკრიტიკებს ახლაც ისმის "ზოგადი კამპანია" რომელიც, მისი თქმით, არგუმენტებით არაა გამყარებული.

ჟურნალისტის კითხვაზე, ევროკავშირში საქართველოს სტატუსისა და ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილების დროში დამთხვევა ქმნის თუ არა საფრთხეებს, კობახიძემ განაცხადა, რომ გვარამია დამნაშავეა და ის "კორუფციას განასახიერებს" და მეორე მხრივ კი, მისი თქმით, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლაა ის, რასაც განასახიერებს ევროკავშირი. შესაბამისად, კობახიძის აზრით, ეს საქმე საქართველოს შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებს.

„აქაც იგივეა, არანაირი არანაირი არგუმენტები, ზოგადი კამპანიაა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩადენილია კონკრეტული დანაშაული, თუ დანაშაულისთვის ადამიანები არ ისჯებიან ამ დროს დგება დაუსჯელობის განცდა[...]

მაშინ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ კანონის არ აღსრულება არის ევროკავშირი. ამ დროს პირიქითაა. ევროკავშირი სინამდვილეში სწორედ კანონის და სამართლის უზენაესობაა და ჩვენ არ უნდა შევჯერდეთ რომ კორუფციაა ევროკავშირი. თუ ჩვენ ევროკავშირსა და გვარამიას გავაიგივებთ ერთმანეთთან, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა და ა.შ და სინამდვილეში ევროკავშირი არის ზუსტად იმის საპირისპირო, რასაც განასახიერებს გვარამია, ანუ ევროკავშირი არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნები, საზოგადოებები. ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა და ა.შ

როგორ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას ევროკავშირსა და გვარამიას შორის, მე ეს უბრალოდ არ ვიცი. მე უბრალოდ ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ამ კონკრეტულმა ფაქტმა რაიმე პრობლემა შექმნას ევროკავშირში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, ხელისუფლება მზადაა საქმის შინაარსთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების შეკითხვები მოისმინოს.


close დახურვა