ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების მიერ ნიკა გვარამიას სტრასბურგში მიწვევაზე ამბობს, რომ "აქედან ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია".
კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს პოლარიზაციის გაღრმავება სურთ. მისივე განცხადებით, "ვიღაცები თავისას არ იშლიან".
"აქედან ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია. მთავარი მიზანი იყო პოლარიზაცია და გვარამიას განცხადებებიც არის ამის დასტური.
შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება - ამას ვერ ახერხებენ ოპოზიციის არსებული პოლიტიკური შემადგენლობით და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვისლ გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას. მათ სურთ პოლარიზაცია. ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება", - თქვა კობახიძემ.
გვარამიამ ევროპარლამენტარების მიწვევით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 11-12 ივლისს ევროპარლამენტარებს შეხვდება. გაიმართება საჯარო დისკუსია და საერთო პრესკონფერენციაც.
ზურაბიშვილმა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.