logo
ENG



კობახიძე ვეტოზე: თუ პრეზიდენტი არ მოგვცემს გამოყენების შესაძლებლობას, მისი პასუხისმგებლობაა

13 მაი 202420:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/13/3q3qqsz3ligdqc7.jpeg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ირწმუნება, რომ რუსულ კანონში "პოზიციების შეჯერება" პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ხომ არ იგეგმება რაიმე სახის ცვლილება კანონში, რაზეც პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ზურაბიშვილს ყოველთვის "ენჯეოები უწერდნენ ვეტოს კანონპროექტებს და შესაძლებელია, ახლაც გამოყენებული იყოს ეს ინსტრუმენტი".

ის ასევე გამოეხმაურა ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ კანონზე ვეტოს წარადგენს, თუმცა ოცნების "მანიპულაციებში არ შევა".

კობახიძემ ზურაბიშვილის ამ განცხადებას "არაკონსტრუქციული" უწოდა.

"ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ III მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში, მართალია გუშინ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა არაკონსტრუქციული განცხადება, მაგრამ თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მას, რომ იმოქმედოს ისე როგორც მოქმედებდა აქამდე. ზურაბიშვილი თვითონ არასოდეს წერდა საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს - მას უწერდნენ ენჯეოები, ან გარედან წერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ბერკეტი, ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი ეს იქნება ბუნებრივია მისი პასუხისმგებლობა."- თქვა კობახიძემ.

კობახიძის მტკიცებით, ოცნება აცხადებს "მზაობას პოზიციების შეჯერებისთვის".

არის ორი კვირა, ამ ორ კვირაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ვეტოს კანონპროექტში ასახვა. თუმცა არ ვიცი, თუ ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია რაც გუშინ დააფიქსირა, გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას და ღიაობას.

 


close დახურვა