logo
ENG



კობახიძე ზურაბიშვილზე: ადრეც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები და ამან დააზიანა მისი იმიჯი

27 დეკ 202217:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/5npo1ds0q6eb7p8.jpg

იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ, წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის იმიტომ, რომ განსხვავებით თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომლებიც თავის დროზე მან შეიწყალა, სააკაშვილს აქვს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები ჩადენილი. ამ სიმულაციას სინამდვილეში, აქვს ერთადერთი მიზანი, რაღაცნაირად შექმნას საბაბი, არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ თუ სიმულაციაა, წესით არაფერი საფუძველი არ უნდა იყოს.


close დახურვა