პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ჩინეთს, რომელმაც დევნილების დაბრუნებაზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
ის ირწმუნება, რომ წელს რეზოლუციას "რეკორდული რაოდენობის ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი" და მადლიერია ჩინეთის, რომელმაც "პოზიცია არ შეიცვალა".
"წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება... მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია"- თქვა კობახიძემ.
ჩინეთმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილების დაბრუნებაზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
2024 წლის 4 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციას ხმა არ მისცეს: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ზიმბაბვე.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრას არ დაესწრო ჩინეთი, შესაბამისად, ჩინეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი სომხეთმა.