logo
ENG



კობახიძე მთავარს პოლიტიკური რეკლამის არგანთავსებისთვის უჩივის, სხდომა 31 დეკემბერს ჩაინიშნა

28 დეკ 202019:01
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე მთავარს პოლიტიკური რეკლამის არგანთავსებისთვის უჩივის, სხდომა 31 დეკემბერს ჩაინიშნა

ქართული ოცნება კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიაში მთავარ არხს პოლიტიკური რეკლამის არგაშვების გამო უჩივის. როგორც ოცნების მიერ კომუნიკაციის კომისიისთვის გაგზავნილ საჩივარში ვკითხულობთ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მთავარმა არხმა უარი განაცხადა მმართველი პარტიისთვის 5 დღის განმავლობაში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე. ქართული ოცნების მიერ გაგზავნილი საჩივრის განხილვის სხდომა 31 დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ინფორმაციას მთავარი არხის იურისტი თამთა მურადაშვილი ავრცელებს. 

როგორც პარტიის საჩივარშია ნათქვამი, წერილობითი მტკიცებულების მისაღებად, ოცნებამ ოფიციალურად მიმართა მთავარ არხს უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების თხოვნით და წარუდგინა ვიდეორგოლები, რომლებიც წინასაარჩევნო რეკლამისთვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნები აკმაყოფილებდა.

"მთავარმა საჯაროდ განცხადებული უარი კიდევ ერთხელ დაადასტურა ელექტრონული შეტყობინებით. შესაბამისად, ტელეკომპანია მთავარმა დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. გთხოვთ, შეისწავლოთ საკითხი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია ოცნების მიერ მარეგულირებლისთვის გაგზავნილ საჩივარში. 

 


close დახურვა