logo
ENG



კობახიძე ოპოზიციაზე: კრიმინალებს ვუწოდებთ იმიტომ, რომ კრიმინალები არიან

03 ივლ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

„პასუხი არის მარტივი - კრიმინალებს ვუწოდებთ იმიტომ, რომ ისინი არიან კრიმინალები“,-ასე პასუხობს მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე კითხვას, თუ რატომ უწოდებენ ქართული ოცნების წევრები მათ პოლიტიკურ ოპონენტებს კრიმინალებს.

„ისინი არიან ჭაკუები, ისინი არიან ჭაკუების რეჟიმის წარმომადგენლები, რურუების რეჟიმის წარმომადგენლები, შესაბამისად, ისინი არიან კრიმინალები და ეს არის ფაქტობრივი გარემოება და არა ბრალდება“,-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მმართველი გუნდის წევრები ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს "კრიმინალურ დაჯგუფებებად" მოიხსენიებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზოგადოების დაყოფისკენ მიმართული გზავნილები ქვეყნისთვის სახიფათოა.


close დახურვა