ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც მმართველი გუნდი უმრავლესობას კარგავს, გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
მისი თქმით, "საკრებულოს კონკრეტულ წევრებთან იმუშავებენ".
"გახარიას, მოღალატის პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება", - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნება 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოში - რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში უმრავლესობას კარგავს.