ქართული ოცნების თამჯდომარე ირაკლი კობახიძე სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებაზე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა და ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას
"ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში როგორც ნაციონალური მოძრაობა, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას, თუმცა ეს მცდელობები არის წარუმატებლობისთვის განწირული.
ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ეს მეტყველლებს რაზე, იცით? კონკრეტული "ღირებულებები" აქვს კონკრეტულ ტელევიზიებს, იგივე მაგალითად, როდესაც ვრცელდება გადაცემა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი ძმა მეორე ძმაზე რაღაცას საუბრობს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი არის გაზრდილი პავლიკა მაროზოვის ღირებულებებზე, ეს არის თქვენი ტელევიზიის სახე", - თქვა კობახიძემ.
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში უთვალთვალებენ და აყურადებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.