ირაკლი კობახიძე 24-25 აპრილს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციაში (CPAC) იღებს მონაწილეობას და ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი იქნება. მთავარი მომხსენებელი კი უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანია.
უნგრეთში აღნიშნული კონფერენცია მესამე წელია ტარდება. გასულ წელს მასში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.
"მას სჯერა, რომ ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, დემონსტრაციულ ლგბტ ზეწოლას", - ამ სიტყვებით იყო წარდგენილი ღარიბაშვილი კონფერენციაზე.