პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების წაგება "იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი".
კობახიძე განმარტავს, რომ ემიგრანტები "საკუთარი თვალით ვერ ხედავენ იმას, რაც ქვეყანაში ხდება".
"იცით, რომ არის ნიაღვარი დეზინფორმაციის, პროპაგანდის. შენ, საბოლოო ჯამში, საკუთარი თვალით თუ ვერ ხედავ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოექცე ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ. საქართველოშიც ძალიან ძლიერია პროპაგანდა. არის ნიაღვარი უხეში პროპაგანდის. არის ე.წ. ბულინგი და ა.შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველოში მცხოვრები ადამიანები თავისი თვალით ხედავენ იმას, როგორ ვითარდება ეს ქვეყანა. ამიტომ, ამ პროპაგანდას აქვს ბევრად ნაკლები გავლენა საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ სხვა იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, ძალიან მარტივად აიხსნება ეს განსხვავება”, – ამტკიცებს ირაკლი კობახიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთის 58 უბნის დათვლის შედეგად 4 ოპოზიციურ პარტიას ჯამში 75% აქვს, ქართულ ოცნებას - 15%. 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 18,917 ხმა მიიღო, ხოლო ქართულმა ოცნებამ 3,776.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასუბნების 99,6% აქვს დათვლილი, რომლის შედეგადაც, ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.
ამას გარდა, Edison Research-ის ეგზიტპოლით ქართულ ოცნებას 40,9% ჰქონდა, ოპოზიციას ჯამურად - 51,9%.