logo
ENG



კობახიძე ღარიბაშვილის ცოლისთვის გადაცემულ ტყეზე: რაღაც ტერიტორიაა, სადაც რამდენიმე ხეა

31 იან 202213:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/31/79nimmaz25ku48g.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის გადაცემულ ტყესთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ეს რაღაც კონკრეტული ტერიტორიაა, სადაც სულ რამდენიმე ხეა".

"რასაც ეძახიან ტყის მასივს, ეს არის რაღაც კონკრეტული ტერიტორია, ნახევარ ჰექტრამდე, სადაც არის სულ რამდენიმე ხე. ეს არის მოკლედ დეტალებთან დაკავშირებით და აქედან ჩანს ის, რომ რეალურად სალაპარაკო არაფერი დარჩა ოპოზიციურ მედიას და ასეთ რაღაცა თითიდან გამოწოვილ თემებზე საუბრობენ", - თქვა კობახიძემ.

პრემიერმინისტრის ცოლს ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მისმა წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს მიმართა.

ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო. ინტერესი გამოხატა ერთმა ადამიანმა და მანვე, ამავე აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.


close დახურვა